language







Loading...
 
  დაბალი დონის(Level) ეპიკურ ბოსებთან: Queen Ant, Zaken, Core, Orfen და ა.შ შებრძოლებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ შებრძოლებაში მონაწილე მოთამაშეების დონე (level) 8-ზე მეტით არ უნდა განსხვავდებოდეს ეპიკური ბოსის დონისაგან (Level), წინააღმდეგ შემთხვევაში ბოსი არ დააგდებს ეპიკურ ბიჟუტერიას. აღნიშნული წესი ვრცელდება ბოსის დაცვებზეც.

   მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ Queen Ant-თან შებრძოლება რომლის დონეცაა 40 (level), შებრძოლებაში მონაწილე მოთამაშეების დონე არ უნდა აღემატებოდეს 48-ს (Level), თორემ ვერ მიიღებთ Ring Of Queen Ant-ს. აღნიშნული წესი ჩადებულია თამაშში შემქმნელების მიერ და მისი შეცვლა ადმინისტრაციის მხრიდან შეუძლებელია.


ადამიანები 


                                              კლასები და რასები

 

 

 

ადამიანები Lineage 2-ის სამყაროში ყველაზე დაბალანსებული და უნივერსალური რასაა. ისინი არაჩვეულებრივად ფლობენ როგორც ცივ იარაღს, აგრეთვე მაგიას.

  

 

 

  



ბნელი ელფები 


 

 

 

ბრაზიანი და შემტევი ბნელი ელფები უპირატესობას თავდასხმას ანიჭებენ და ცდილობენ მოწინააღმდეგეს ყველა შანსი მოუსპონ. ბრძოლაში წყვდიადის მაგიის გამოყენებით, ისინი ასუსტებენ მოწინააღმდეგეს და შემდეგ საბოლოოდ ანადგურებენ რამოდენიმე ზუსტი დარტყმით.

 



ელფები 


     

                                          

 

მოძრაობის დაუჯერებელი სისწრაფე და სინათლის მაგიის ცოდნა ელფებს უკიდურესად საშიშ მოწინააღმდეგედ აქცევს. არ მოტყუვდეთ - ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანან.

                                     

 


ორკები 


 

 

 

ბრაზიანი და ძლევამოსილი მებრძოლი ორკები კონტინენტზე ყველაზე ძლიერი მეომრები არიან, ხოლო მათი მაგები ფლობენ ცეცხლის სტიქიას და წარმოადგენენ ძლიერ დასაყდენს მებრძოლი თანამეომრებისათვის.

                                      

 


გნომები 


 

  

ვაჭრობა და ხელოსნობა  - ეს არის ის, რაც გნომებს ყველაზე კარგად გამოსდით. მართალია ისინი ძლიერი მებრძოლები არ არიან, მაგრამ დარწმუნებული იყავით, როდესაც გადაწყვეტთ ციხე-სიმაგრის აღებას ან ეკიპირების რომელიმე ნაწილის შეძენას, თქვენ აუცილებლად სთხოვთ მათ დახმარებას.

                                    

    ავტორიზაცია: =[GM]=Lee

  სერვერი=[GM]=Lee

  ონლაინშია: 0


















 
   
  L2Interlude.Ge 2010-2020 წელი
 
 
 
 

ქართული English Russian