language







Loading...
 


მან გააკეთა ღრმა "ნაფასი", შეისუნთქა ბოლი და ნელ-ნელა გამოუშვა.

მისი სახის უმეტესი ნაწილი დამალული იყო ძველი და სქელი კაპიშონის მიღმა და მის უკან მხოლოდ წარმოუდგენელი სიბნელე, რომელშიც არაფერი არ ჩანდა. ჩიბუხის სუსტ ნათებაში შეუძლებელი იყო მისი სახის გარჩევა.

თავი წარადგინა როგორც ბარდი (თავისით რო წერს სიმღერებსაც და მუსიკასაც), მაგრამ არავინ არ დაუჯერა - ხმა ძალიან ბოხი ჰქონდა. ძალიან საეჭვო იყო ისიც, რომ ის მარტო დასეირნობდა ტყეში რომელიც გავსებულია ხიფათებით. მან შემოგვთავაზა რომ მოგვიყვება ისტორიას სამაგიეროდ მხოლოდ ცეცხლის სითბო და საჭმელი უნდოდა. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავტოვებდით მას მარტოს და ჩვენც დავთანხმდით.

ცეცხლთან ახლოს მოსახერხებლად მოვეწყვეთ, მაგრამ იარაღი მზად გვქონდა რაიმე საფრთხის შემთხვევაში და დავუწყეთ სმენა...

ღამე სასწაულად სუსხიანი იყო. უცნობმა გადადო ჩიბუხი გვერდზე და დაიწყო მოყოლა:



თავი პირველი : გენეზისი

ისტორია, რომლის მოყოლაც მინდა თქვენთვის, იმათზეა, ვისაც ჩვენ ვეძახით ღმერთებს. მისმინეთ ყურადღებით ისე, თითქოს ნამდვილი ისტორიაა...

ძალიან დიდი ხნის წინ, იმ დროებში რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, არსებობდა მხოლოდ სფერო, რომელშიც მოქცეული იყო მთელი სამყარო. არ არსებობდა არაფერი რისთანაც მისი შედარება შეიძლებოდა, რადგან ის იყო დიდი და პატარა, ნათელი და ბნელი, ყველაფერი და არაფერი. 100 მილიონი წლის შემდეგ, სფერომ დაიწყო ზრდა და ამავდროულად გაჩნდა ორი ძალა. ნელა მაგრამ ისინი იზრდებოდნენ და შემდეგ გაიყვნენ თეთრ სინათლედ და სიბნელედ. სინათლემ მიიღო ქალის ფორმა და დაირქვა ეინჰაზადი. სიბნელემ კი მიიღო კაცის ფორმა და დაირქვა სახელად გრენ კაინი. ამ ორმა არსებამ ჩაუყარა საფუძველი ახალ მსოფლიოს და ყველაფერს რაც ეხლა არსებობს.

ეინჰაზადმა და გრენ კაინმა გააერთიანეს თავისი ძალები რათა გაეღწიათ სფეროს საზღვრებს მიღმა. მათი ექსპერიმენტის შედეგად სფერო დაიმსხვრა ნაწილებად. ზოგი ნატეხი ავარდა ზემოთ და იქცა ცად, ზოგი კი დავარდა ძირს რათა ქცეულიყო "საფუძვლად". ცასა და საფუძველს შორის გაჩნდა წყალი და საფუძვლის ზოგი ნაწილი ამოვიდა და გაჩნდა მიწა.

სფეროს სულმა - ეფირმა, ასევე განიცადა დაშლა რის შედეგადაც გაჩნდნენ სხვადასხვა ცხოველები და მცენარეები. "გენეზისის შექმნა" ასევე იყო გამოწვეული ამ სულის დაშლით, მისი ყველაზე კარგი გამოვლინებაა გიგანტები. ისინი იყვნენ ცნობილები როგორც ბრძენები, მათი ჭკუა ისეთივე ძლიერი იყო როგორც ფიზიკური ძალა. გიგანტებმა ფიცი დასდეს რომ მუდმივად სცემენ თაყვანს ეინჰაზადს და გრენ კაინს. ისინი კმაყოფილები დარჩნენ და დანიშნეს გიგანტები ყოველი სხვა არსებების მეთაურებად. ეს იყო მანამდე სანამ გაჩნდა სიკვდილი და ნამდვილი სამოთხე.

ეინჰაზადს და გრენ კაინს, დროის განმავლობაში გაუჩნდენ ბავშვები, რომლებიც არ იყვნენ მოკლებულები ღვთიური ძალით. პირველი ხუთი მათგანი იყო დაჯილდოებული სამყაროს მართვით. უფროსი ქალიშვილი, შილენი, დაინიშნა წყლის მმართველად, უფროსი ვაჟიშვილი, პააგრიო, დაინიშნა ცეცხლის მმართველად, მეორე ქალიშვილი, მარფი, დაინიშნა მიწის მმართველად ხოლო მეორე ვაჟიშვილი, სეია, დაინიშნა ქარის მმართველად.

ელემენტები არ ეყო მხოლოდ ყველაზე უმცროს ქალიშვილს - ევას. მან დაიწყო სიმღერებისა და ლექსების შექმნა. მაშინ როცა სხვა ღმერთები იყვნენ დაკავებულები თავისი საქმეებით, ევა უქმნიდა მათ ლექსებს და სიმღერებს. ასე დაიწყო ღმერთების ერა და არ იყო არაფერი რაც ღმერთებმა არ იცოდნენ.

თავი მეორე : რასების შექმნა

ეინჰაზადი იყო შექმნის ღმერთი და მან შექმნა ფორმები თავისივე სულის გამოყენებით. მისმა შვილებმა კი გამოიყენეს თავისი სულები რომ შეექმნათ სიცოცხლე ამ ფორმებიდან.

შილენმა ჩასახა წყლის სული პირველ ფორმას რომელიც შეიქმნა. ასე გაჩნდა ელფების რასა

პააგრიომ ჩასახა ცეცხლის სული მეორე ფორმას რომელიც შეიქმნა. ასე გაჩნდა ორკების რასა.

მარფმა ჩასახა მიწის სული მესამე რორმას რომელიც შეიქმნა. ასე გაჩნდა ჯუჯების რასა.

სეიამ ჩასახა ქარის სული მეოთხე ფორმას რომელიც შეიქმნა. ასე გაჩნდა არტეას რასა.

გრენ კაინი იყო განადგურების ღმერთი. როცა მან ნახა ეინჰაზადის მიღწევები მასში გაჩნდა ინტერესი, გარეული შურში. მან გაიმეორა ის რაც გააკეთა ეინჰაზადმა და შექმნა თავისი ფორმა თავისივე ნებით. შემდეგ მან მიმართა შილენს მის უფროს ქალიშვილს და თხოვა რომ ჩაესახა სული მის ქმნილებაში. შილენს ძალიან გაუკვირდა და კითხა მას : "მამა რატომ გინდა ამის გაკეთება? ეინჰაზადი, დედაჩემი, პასუხისმგებელია შექმნაზე. შენ კი განადგურების ღმერთი ხარ და ნებისმიერი ქმნილება რასაც შექმნი მოიტანს უბედურებას თავისთვისაც და სხვებისთვისაც."

მაგრამ გრენ კაინი არ ნებდებოდა. დიდი ხვეწნის მერე მან დაითანხმა შილენი დახმარებაზე.

"მე დაგეხმარები, მაგრამ მე უკვე მივეცი დედაჩემს წყლის სული, ერთადერთი რაც შემიძლია მოგცე ეს არის ნარჩენები." შილენმა გრენ კაინს მისცა აყროლებული წყლის სული რომელიც კაინმა დიდი სიამოვნებით მიიღო.

მაგრამ გრენ კაინმა ჩათვალა, რომ მის ქმნილებას არ ეყოფა მხოლოდ ერთი სული და იგი წავიდა პააგრიოსთან, თავის უფროს შვილთან. ისევე როგორც შილენმა პააგრიომაც გააფრთხილა მამა, მაგრამ მას არ შეეძლო უარი ეთქვა მამისთვის და მისცა მას ჩამქრალი ცეცხლის სული. გრენ კაინმა ისიც დიდი სიამოვნებით მიიღო.

მარფი თვალცრემლიანი ევედრებოდა მამას გადაეთქვა თავისი ჩანაფიქრისთვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მისცა გაფუჭებული მიწის სული. სეიამ კი თავის მხრივ მისცა მამას უკონტროლო ქარის სული.

დაკმაყოფილებულმა გრენ კაინმა შეაგროვა ყველაფერი რაც შვილებმა მისცეს და დაიყვირა : "შეხედეთ ქმნილებებს რომელიც მე შევქმენი! შეხედეთ მათ ვინც შექმნილია წყლის, ცეცხლის, მიწისა და ქარის სულებით! ისინი იქნებიან გაცილებით უფრო ძლიერები ვიდრე გიგანტები და გახდებიან სამყაროს მმართველები!"

გრენ კაინმა იგრძნო უდიდესი სიამაყე და გააგონა თავისი სიტყვები მთელს სამყაროს. მან ჩასახა სულები თავის ქმნილებებში, მაგრამ შედეგი საშინელი აღმოჩნდა. ეს ქმნილებები აღმოჩნდნენ სუსტები, უტვინოები, მატყუარები და მშიშრები. ყველა ღმერთმა ზიზღით უარყო გრენ კაინის ქმნილებები. თვითონ კი შერცხვენილი იძულებული გახდა დამალულიყო რაღაც დროით. მან მიატოვა თავისი ქმნილებები... ეს ქმნილებები კი იყვნენ ადამიანები...

ელფების რასა იყო ბრძენი და ჯადოქრობაზე მგრძნობიარე, მაგრამ ელფები არ იყვნენ ისეთივე ბრძენები როგორც გიგანტები ამიტომაც ისინი იძულებულები იყვნენ დამორჩილებოდნენ და დახმარებოდნენ გიგანტებს ჯადოქრობასა და პოლიტიკაში.

ორკების რასა იყო ძლიერი. მათ ქონდათ ულევი ძალა და უზარმაზარი ნებისყოფა. რაღა თქმა უნდა ისინი არ იყვნენ ისეთივე ძლიერები როგორც გიგანტები, ამის გამო ორკები იყვნენ გიგანტებისთვის როგორც სახარჯი მასალა სხვადასხვა ომის დროს

ჯუჯების რასა იყო ხელმარჯვე ყველაფერში, რაც ეხებოდა ინჟინერიას, მათემატიკას და სხვადასხვა ტექნიკურ საგნებს (შკოლნიკები). ისინი ემსახურებოდნენ გიგანტებს საბანკო საქმეებში და როგორც მუშახელი.

ფრთოსანი რასა - არტეას, თავისუფლების მოყვარე და საინტერესო რასა. გიგანტებს უნდოდათ მათი დაპყრობა და დამონება, მაგრამ ერთი რამე უშლიდათ ხელს : დაჭერილი და გალიაში ჩასმული არტეასი, სწრაფად კარგავდა სასიცოცხლო ძალას და კვდებოდა. გიგანტებს სხვა აღარაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ ეჩუქებინათ ამ რასისთვის თავისუფლად ცხოვრების საშუალება. არტეასები ხშირად სტუმრობდნენ გიგანტების ქალაქს და ჩამოჰქონდათ ახალი ამბები სამყაროს სხვადასხვა მხრიდან.

ადამიანები ვერაფერს ვერ აკეთებდნენ კარგად და გიგანტები იყენებდნენ მათ როგორც მონებს, ისინი ასრულებდნენ ყველაზე შავ და ბინძურ სამუშაოს. მათი სიცოცხლე ცხოველების სიცოცხლეს ბევრით არ ჯობდა.

თავი მესამე : ღმერთების ომი

გრენ კაინი თავისუფალი ღმერთი იყო, მაგრამ მან დიდი შეცდომა დაუშვა, მან შეაცდინა თავისი უფროსი ქალიშვილი შილენი. (აწი ვინმე ადამიანი გაეტუხნა) ამის დამალვა ეინჰაზადისთვის გახდა შეუძლებელი მას მერე, რაც შილენი დაფეხმძიმდა. ეინჰაზადის სიბრაზეს არ ქონდა საზღვარი, როცა მან გაიგო მომხდარის შესახებ. ეინჰაზადის ნებით, მისი უფროსი შვილი შილენი აღარ იყო წყლის ღმერთი, ამის გარდა ის გაგდებულ იქნა კონტინენტიდან. გრენ კაინმა უარყო იგი და მარტო დატოვა თავისი უბედურებასთან ერთად.

დაფეხმძიმებული შილენი გაიქცა აღმოსავლეთით. ის მშობიარობდა უღრანი ტყის შუგულში და ამავდროულად უგზავნიდა საშინელ წყევლას მამას და დედას ყოველი კრუნჩხვის დროს.

შილენის გაჩენილმა შვილებმა, დედისგან გადაიღეს საშინელი ბოროტება და იქცნენ დემონებად. მათ შორის ყველაზე ძლიერები და ძლევამოსილები კი, იქცნენ დრაკონებად.

სულ იყო 6 დრაკონი - 6 ღმერთის წინააღმდეგ. შილენი გაცოფებული იყო დედამისზე იმის გამო რომ მან გააგდო ის და მამაზე რომელმაც შეაცდინა იგი და შემდეგ მარტო დატოვა. მან შეკრიბა მთელი ძალები ყველა თავისი შვილისა რათა შეექმნა არმია ღმერთებისთვის შურის საძიებლად.

დრაკონებს შორის უძლიერესებს ევალებოდათ ყოფილიყვნენ დემონთა არმიის პირველ რიგებში, რათა თვით ღმერთებთან ეომათ. აულაკირიამ, სინათლის დრაკონმა, ამის გაგონებაზე დამწუხრებულმა შეხედა შილენს და უთხრა: "შენ არც კი წარმოგიდგენია რას ჩადიხარ. მართლა გინდა რომ ღმერთები გაანადგურო? მართლა გინდა რომ დედაშენი, მამაშენი და სხვები ჩაძირო შენივე სისხლში?"

მისმა ვედრებამ ოდნავაც არ იმოქმედა შილენზე.

და აი საბოლოოდ დაიწყო სისხლიანი ბრძოლა, როდესაც დემონების არმია შეიჭრა სასახლეში, ღმერთების საცხოვრებელში. ექვსმა დრაკონმა სასახლეში ქვა ქვაზე არ დატოვა. თვით ღმერთებიც კი შეშინდნენ დრაკონების წარმოუდგენელი ძალით... ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბრძოლა მუდამ გაგრძელდებოდა, მაგრამ თუ ომი არ შეჩერდებოდა, მთელი სამყარო შეწყვეტდა არსებობას და მასთან ერთად ყოველივე ცოცხალი არსება განადგურდებოდა.

ღმერთების ბევრი დამხმარე და ასევე დემონებიც განადგურდნენ ბრძოლაში, ყოველდღე ცაზე იშლებოდა ელვების ცისარტყელები და მუდამ ისმოდა ქუხილის ხმა, იმის გამო რომ ცაში ასეთი წარმოუდგენელი ძალები ეტაკებოდნენ ერთმანეთს. გიგანტები და სხვა ყველა ცოცხალი არსება კანკალებდა შიშისგან ამ შემზარავი და წარმოუდგენელი შეტაკების შემყურე.

უსასტიკესი ბრძოლა გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში და საბოლოოდ უპირატესობამ გადაინაცვლა ერთ-ერთ მხარეს. მიღებული ჭრილობების მიუხედავათ გრენ კაინი და ეინჰაზადი ფლობდნენ უპირატესობას ბრძოლაში და გაანადგურეს ურიცხვი ჯარი დემონებისა.

დრაკონები აგრძელებდნენ ბრძოლას, თუმცა ისინი ძალიან დაჭრილები იყვნენ და მთელი ტანი იარებით ქონდათ დაფარული. მათი დაღლილობა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა. რაღაც დროის შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება რომ ომი დამთავრდებოდა დემონების არმიის სრული განადგურებით. ბოლოს და ბოლოს დრაკონებმა გაშალეს ფრთები და გაფრინდნენ მიწისქენ რათა თავს ეშველათ, მათ გაყვნენ გადარჩენილი დემონებიც. ღმერთებს სურდათ გაენადგურებინათ დარჩენილი დემონები და დრაკონები, მაგრამ იმდენად დაჭრილები იყვნენ რომ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ერთადერთი რაც შეეძლოთ თვალი ედევნებინათ დემონების არმიას რომელიც უკან იხევს მიწისკენ.

იმის გამო რომ შილენის შვილები განადგურდნენ ერთი მეორის შემდეგ, იგი ძალიან დამწუხრდა და შექმნა სამყარო The Underworld და თავი დანიშნა მბრძანებლად.

თავი მეოთხე : წარღვნა

შილენის წასვლის შემდეგ წყლის მბრძანებლობა გადავიდა ევისკენ. ის ძალიან რბილი იყო თავისი ნატურით და მისი დის წაგების შემდეგ და დემონებისა და ღმერთების ბრძოლის, ის უფრო მშიშარა და ჩაკეტილი გახდა. რათა თავი დაეღწია იმ პასუხისმგებლობისგან რომელიც მას დაეკისრა, მან ამოთხარა ტონელი ტბის ძირში და იქვე ჩაიმალა საწყალი.

წყილს სულებს აღარავინ აკონტროლებდა და ისინი უმიზოდ დადიოდნენ მიწაზე. ზოგ ადგილას ჩადიოდა ზედმეტი წყალი და იქ ჩნდებოდა ჭაობი. მეორე ადგილას კი პირიქით, წყლის ისეთი ნაკლოვანება იყო რომ ჩნდებოდა უდაბნო. ხდებოდა ისეც რომ კონტინეტის ერთი ნაწილი მთლიანად წყლით იფარებოდ ან უცბად არსაიდან ჩნდებოდა კუნძული. ისეც ხდებოდა რო ზოგან გამუდმებით წვიმდა და წყლით იფარებოდა ყველაფერი გარდა ყველაზე მაღალი მწვერვალებისა

იქ სადაც რჩებოდა წყლით დაუფარავი მიწის ნაგლეჯები, იკრიბებოდა უამრავი ცოცხალი არსება. როგორც მიწაზე, ასევე ოკეანეში, ყველა ცოცხალი არსება იტანჯებოდა ამ უბედურების გამო. ყველა ცოცხალი არსების სახელით გიგანტებმა მიმართეს ღმერთებს დასახმარების სათხოვნად.

ეინჰაზადმა და გრენ კაინმა მოიარეს მთელი კონტინენტი და საბოლოოდ მიაგნეს იმ ტბას სადაც იმალებოდა ევა.

"ევა, შეხედე იმას რაც მოხდა იმის გამო რომ შენ ყურადღებას არ აქცევდი შენს მოვალეობებს. შენ ანადგურებ ამ კონტინენტის ჰარმონიას, რომელშიც ჩვენ ჩავდეთ ამდენი შრომა. მე ვეღარ გავძლებ თუ შენ აწი აღარ მომისმენ." ეინჰაზადი იმდენად გამწარებული იყო რომ მისი თვალები ცეცხლისფრად ანათებდნენ. წყალდიდობების გამო, გიგანტების და ცოცხალი არსებების უმრავლესობამ გადაინაცვლა შილენის სამყაროში, რამაც გამოიწვია ეინჰაზადის საშინელი შური. შიშისგან მოკანკალე, ევა დანებდა თავის დედას. როდესაც ევამ თავიდან ითავა წყლის კონტროლი, უბედურებებმა ნელ-ნელა იკლო, მაგრამ ნანგრევებში მყოფი კონტინენტის მთლიანად აღდგენა უკვე შეუძლებელი იყო.

თავი მეხუთე: გიგანტების გამოწვევა

გიგანტები სულ უფრო და უფრო ეჭვის თვალით უყურებდნენ ყოველივეს რაც ხდებოდა: თავიდან გრენ კაინმა შექმნა ადამიანები, რითაც დაამტკიცა თავისი უგუნურება, შემდეგ სასტიკად მოექცა თავისივე შვილს, ასევე როგორც ეინჰაზადი თავისი ეჭვიანობით. შილენის შექმნილმა სამყარომ Undervworld-მა შობა უამრავი საშინელი არსება. ევამ თავისი სისუსტის და უგუნურების გამო, კონტინენტი აქცია საკმაოდ საცოდავ ადგილად. გიგანტების ტვინებში გაჩნდა ეჭვის და უნდობლობის ადგილი. ღირსები არიან თუ არა ასეთი "ღმერთები" თაყვანისა ?

გიგანტებს შეეძლოთ გადაადგილება ეტლებით, რომლებიც თვითონვე შექმნეს და ღმერთების სასახლეში შეეძლოთ შესვლა პრობლების გარეშე. მათ ასევე შეეძლოთ ჰაერში აეწიათ კუნძული და მანდ ეცხოვრათ, როგორც ღმერთებს. ისინი იმდენ ხანს ცხოვრობდნენ, რომ ამ დროის შედარება მარადისობასთან შეიძლება. ასე გიგანტები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ისინი ღმერთების თანასწორები იყვნენ. მათი სიბრძნისდამიუხედავად ისინი ძალაინ ამპარტავნები გახდნენ.

ასე გიგანტებმა გადაწყვიტეს გახდნენ ღმერთები.

მათ დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება და ცვლიდნენ ცოცხალ ორგანიზმებს, რათა მიეღოთ სიცოცხლის ახალი ფორმები. გიგანტებმა ამ მაგიური ხელოვნების ნაირსახეობას დაარქვეს "მეცნიერება". ძალაუფლებით მთვრალებმა მათ შექმნეს უზარმაზარი არმია ღმერთებთან საბრძოლველად, იმის მიუხედავად რომ იგივე საქმეში შილენი და მისი ექვსი დრაკონი, ჩაიშალა.

ღმერთები ხედავდნენ მზადებას და საშინლად განრისხდნენ. ეინჰაზადი, რომელიც მარტო არის პასუხისმგებელი ყველა შექმნის პროცესისა, იმდენად განრისხდა რომ ლაპარაკიც აღარ შეეძლო. მან დაიფიცა რომ გაანადგურებს გიგანტებს მთელ კონტინენტთან ერთად და დანარჩენ სამყაროსთან. გრენ კაინი მოუწოდებდა მას სიმშვიდისკენ.

"რახან შენ ხარ შეზიდვის და შექმნის ღმერთი" თქვა მან, "მაშინ ყოველივე ცოცხალის განადგურება, მხოლოდ ჩემი უფლებაა. შენც კარგად მოგეხსენება თუ რა იყო შედეგი იმისა, რომ მე ვითავე შენი მოვალეობები. მაგრამ თუ შენ მაინც მოინდომებ მთელი სამყაროს განადგურებას, შენ მოგიწევს ჩემთან შებრძოლება." გრენ კაინი ცდილობდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა, გადაერჩინდა კონტინენტი, ეინჰაზადი კი ძალიან შეურაცჰყოფილი იყო მისი ჩარევით, მაგრამ რადგან მათ ერთნაირი სტატუსი ჰქონდათ, ეინჰაზადი ვერ შეაჩერებდა მას.

ბოლოს და ბოლოს ეინჰაზადი წავიდა კომპრომისზე. გიგანტები რომ დაესაჯა, მან თხოვა გრენ კაინს მისი ურო, ასევე ცნობილი სახელით სასოწარკვეთილების ურო. მისი საშინელი გამანადგურებელი ძალის გამო, გრენ კაინიც არ იყენებდა მას. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ეინჰაზადმა აწია ურო ტავის ზემოთ და მოისროლა იგი ქვემოთ, გიგანტების ქალაქის შუაგულში.

თავი მეექვსე: საუკუნეების დასასრული

და იმ მომენტში როდესაც ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა, გიგანტები მიხვდნენ თუ რაოდენ დიდი და უაზრო შეცდომა დაუშვეს. მათ გამოიყენეს მთელი თავისი ძალა რათა ჰაერში ასულიყვნენ და სასოწარკვეთილების ურო მოეშორებინათ, მაგრამ მათი ძალა აღმოჩნდა მარტო იმისთვის საკმარისი, რომ ოდნავ გაეწიათ ურო და იკი კვლავ აგრძელებდა მიწაზე ცეცხლის ყრას.

ეს აღმოცნდა საკმარისი რატა განადგურებულიყო მსოფლიოში უდიდესი ქალაქი; ასევე მოკვდა უამრავი ცოცხალი არსება. ბოლოს მიწაზე არ დარჩა თითქმის არცერთი გიგანტი.

ის გიგანტები რომლებიც გადარჩნენ, გაიქცნენ აღმოსავლეთით რათა გადარჩენილიყვნენ ეინჰაზადის ჯავრისგან. მათი გზა წააგავდა შილენის მიერ არჩეულ გზას. ეინჰაზადმა გააგრძელა გიგანტების დევნა და გზაში ანადგურებდა მათ. ისინი კი ვინც ცოცხლები რჩებოდნენ, კანკალებდნენ შიშისგან და ევედრებოდნენ გრენ კაინს.

"გრენ კაინ, გრენ კაინ! ჩვენ მივხდით რომ ავირჩიეთ არასწორი გზა. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ეინჰაზადის ჯავრის და სიგიჟის შეჩერება. არ მისცეთ მას საშუალება რომ ჩვენ მოგვსპოს, ჩვენ, ვინც დაბადებული იყო თვით ღმერთების მიერ, ჩვენ, რომლებიც ვართ ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი არსებები მიწაზე!"

უცებ გრენ კაინმა იგრძნო საშინელი სინანული ამ საცოდავი არსებებისადმი. მან გადაწყვიტა რომ გიგანტებმა უკვე საკმარისი იწამეს და რომ მათ აინაზღაურეს საფასური თავისი შეცდომის გამო. მან ჰაერში აწია სამხრეთ ზღვების ყველაზე ღრმა ყწალი და ამით გზა გადაუკეტა ეინჰაზადს.

ეინჰაზადმა კი გამწარებულმა შეჰყვირა, "რა არის ეს?! ვინ ბედავს ჩემთან შებმას? ევა, ჩემო საყვარელო შვილო, ეხლავე მოაშორე ეს წყალი ჩემი გზიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შენც იგივე ბედი გელის რაც შენს უფროს დას!"

დაშინებულმა ევამ უმალვე შეასრულა თავისი დედის ბრძანება და ეინჰაზადმა განაგრძო თავისი გამარჯვების გზა. გიგანტებმა ისევ დაიწყეს ვედრება.

"გრენ კაინ! უძლიერესო ღმერთებს შორის! ეინჰაზადი აგრძელებს ჩვენ განადგურებას, შეგვიწყალეთ და გადაგვარჩინეთ!"

გრენ კაინმა ზემოთ აწია მიწის უზარმაზარი ფენა, გიგანტებსა და ეინჰაზადს შორის და გზა გადაუკეტა მას. უზარმაზარმა მთამ გადაუბლოკა გზა ეინჰაზადს და მან საშინელი ხმით შეჰყვირა.

"მარფ, ჩემო საყვარელო შვილო! ვინ ბედავს ჩემთან შებმას? ეხლავე დაწიე მიწა თავის ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოემზადე შენი უფროსი დის ბედის გაზიარებისთვის!" ამ სიტყვებით დაშინებულმა, მარფმ ცადა მიწის მოშორება, მაგრამ გრენ კაინმა შეაჩერა იგი.

"ეინჰაზად, რატომ არ შეაჩერებ შენს ჯავრს? მთელმა სამყარომ იცის შენი სიავის ძალა და ქედს იხრის შენს წინაშე. ბრძენმა, მაგრამ უტვინო გიგანტებმა უკვე გადაიხადეს საკმარისი საფასური თავისი შეცდომის გამო. უბრალოდ შეხედე! ამაყი და დიადი არსებების რასამ - რომლიც ოდესღაც სამყაროს მართავდა - თავშესაფარი პოვა მიწის რარაც ნაგლეჯზე. ისინი ცეღარასოდეს შეძლებენ ღმერთებს გამოწვევა მისცენ. ეს ადგილი სამუდამოდ იქნება მათი დამწყვდევის ადგილი. შეაჩერე შენი ჯავრი, შენი შურისძიება აღსრულდა."

ეინჰაზადს არ შეეძლო არ ესმინა გრენ კაინისთვის ან წასულიყო მის ნების წინააღმდეგ - მას ქონდა იგივე ძალა რასაც ეინჰაზადი ფლობდა. მანა გადაწყვიტა ისე, როგორც გრენ კაინმა ურჩია მას, დატოვა გიგანტები იმ მიწის ნაგლეჯზე რათა მათ ელოცათ თავისი ცოდვებისთვის. ნადირობა დასრულდა და ეინჰაზადი უკან დაბრუნდა.

შემდგომ ეინჰაზადი იშვიათად ერეოდა იმაში რაც მიწაზე ხდებოდა, რადგან მას იმედი გაუცრუვდა იქ არსებულ არსებებში. გრენ კაინიც დათანხმდა მანდ არ გამოცხადებულიყო. ღმერთების ერა თავის დასასრულს უახლოვდებოდა.

თავი მეშვიდე: ისევ კოცონთან.

უცნობმა უცებ შეწყვიტა თხრობა.

ჩვენ გაჩუმებულები ვიჯექით, გაოგნებულები გაგონილისგან, მანამ სანამ ის გვიყვებოდა სამყაროს აქამდე უცნობრეალობას. მისი ხმა, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ რბილი იყო, ჩაგვწვდა სულის სიღრმეში, თითქოსდა რაღაც ჯადოქრობა იყო. მის მიერ მოყოლილი მითი სრულებით განსხვავდებოდა ჩვენს მიერ ცნობილი მითებისგან, მაგრამ არავინ ხმას არ იღებდა. ჩვენ, ბრძოლით გამოწრთობილი მებრძოლეები, გულის სიღრმეში ვთაყვანობდით მას და ოდნავ გვეშინოდა კიდევაც. უცებ ახლომახლოს გაისმა ბუს შეძახილი და შიშისგან შევკრთით.

უცნობს ოდნავ გაეცინა, მიიტანა ჩიბუხი ტუჩებთან და განაგრძო თხრობა.

"არ უარყოთ ჩემს მიერ მოყოლილი ღმერთების ისტორია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის განსხვავდება იმ ისტორიებისგან რომლებიც თქვენ გაგვთ გაგონილი. ეგებ მოგზაური პოეტი უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან ვიდრე თქვენი ყველა მღვდელი. ღმერთების ისტორია - ღმერთების ნებაა, არა ადამიანის. მაშინ საიდან იციან უბრალო მღვდლებმა ჭეშმარიტება? მისმინეთ ყურადღებით... მე განვაგრძობ თხრობას. თხრობას სამყაროს შესახებ ღმერთების გაუჩინარების შემდეგ. ეს უკვე თქვენს შესახებაა."

თავი მერვე: შედეგები

გიგანტების უეცარი გაუჩინარების შემდეგ მთელს სამყაროს მოეფინა პანიკა და ქაოსი, სამყაროს ჩვეული რითმი დაირღვა, ელფები, ბნელეთის ელფების, ჯუჯების და ადამიანების რასებმა მოიპოვეს უეცარი ტავისუფლება და მასთან ერთად საჭიროება რომ თავი გადაირჩინონ უზარმაზარ სამყაროში. მათ წინ იყო სასოწარკვეთილების უროთი ნახევრად განადგურებული სამყარო. ბევრი მოკვდა შეზიდვის ღმერთის მიერ გამოწვეული ქაოსის გამო, მაგრამ უფრო მეტი მას შემდეგ გაჩენილი ქაოსის გამო. რასებმა მიმართეს ღმერთებს მხურვალე ლოცვებით და შველას ითხოვდნენ, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი იყო.

სიტუაციაზე კონტროლი პირველებმა ელფებმა ითავეს, რადგან ისინი იყვნენ გიგანტების დროს პოლიტიკოსები. ელფებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს რასების შეერთების ასპარეზზე და რარაც დროის განმავლობაში სამყაროში სიწყნარე სუფევდა. დრო კი მიდიოდა და მასთან ერთად გაირკვა რომ ელფებს არ ძალუძთ რასების ისეთივე ეფექტურად მართვა როგორც გიგანტებს. პირველებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ორკებმა.

"ვინ თქვა რომ ელფები ჩვენზე ძლიერები არიან? არც არავინ! აქვთ კიმარა მათ უფლება რომ ჩვენ გვმართონ? არა! არასოდეს არ იქნება ისე რომ ჩვენზე სუსტი არსებები ჩვენზე მაღლა იდგებიან!"

ორკების საომარი პოტენციალი წარმოუდგენლად უზარმაზარი იყო და მშვიდად მცხოვრები ელფები ვერ გადაუდგებოდნენ წინ უშიშარ და მეომარ ორკებს (Orc-ები 4EVA). ორკები მოქმედებდნენ ელვისებურად და მალე მიწის ნახევარზე მეტი მათ ხელში აღმოჩნდა, ელფები კი მოაქციეს კონტინენტის კუთხეში. იქ ელფებმა დასახმარებლად მიმართეს ჯუჯებს, რომელთაც გააჩნდათ უზარმაზარი რესურსები და შთამბეჭდავი იარაღი და მათ ძალა შესწევდათ რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ორკებისთვის.

"მიწის რასავ", შეჰყვირეს ელფებმა "ჩვენ გთხოვთ დახმარება აღმოგვიჩინოთ. უმოწყალო ორკების ორდები გვჯაბნიან ძალაში. ჩვენ შეგვიძლია მათ ერთად შევებრძოლოთ და მაშინ ჩვენ გაგვიჩნდება მათი დამარცხების შანსი." მაგრამ ჯუჯებმა უარი უთხრეს ელფებს. ისინი ფიქრობდნენ რომ ორკები უკვე გამარჯვებულები არიან დარახან ასეა რა აზრი აქ დამარცხებულებთან რაიმე ზავის დადებას? ელფები გაცოფებულები იყვნენ საქმეების ასეთი შემოტრიალებით, მაგრამ ვერაფერს იზამდნენ.

შემდეგი რასა, რომელთაც ელფებმა მიმართეს დახმარების სათხოვნელად იყო ქარის რასა - არტეასი. მათი ჯაშუშობის და ჰაერიდან თავდასხმის შესაძლებლობები საკმარისი აღმოჩნდებოდა ორკების დასახმარებლად. ელფების დელეგაცია გაემართა კონტინენტის საზღვრებისკენ არტეასის რასის საძებნად.

"ქარის რასავ, ჩვენ გთხოვთ დახმარება აღმოგვიჩინოთ! ორკები უმოწყალოდ გვისწორდებიან. თუ ჩვენ გავერთიანდით ჩვენ მათ ჩავუტარებთ გაკვეთილს რომელიც მათ სამუდამოდ დაამახსოვრდებათ!" მაგრამ როგორც ყოველთვის არტეასები არ იყვნენ დაინტერესებულები არც პოლიტიკურ და არც სამხედრო კონფლიკტებში. ამჯერადაც ნეიტრალურები დარჩნენ და უფრო მეტად დაემალნენ უცხოების მზერას. ელფები სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ.

"საუბედუროდ არავინ არ მოვა ჩვენს დასახმარებლად! ნუთუ ეს დასასრულია?! ნუთუ ბინძური ორკები მუდამ იქნებიან მსოფლიოს მმართველები და მოითხოვენ ხარკს, ისე თითქოს ეს მათ ეკუთვნოდეთ ?!"

თავი მეცხრე: ახალი კავშირი

ჯუჯებისა და არტეასის რასების მიერ მიტოვებულები, ელფები კვლავ მარტონი იყვნენ ორკების წინააღმდეგ ბრძოლაში. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები ისინი დასტიროდნენ საკუთარ ბედს, როდესაც უეცრად მათ შორის გამოჩნდა უცნობი და ელფების მეფის წინ მუხლებზე დაემხო. მეფე უცნობთან ახლოს მივიდა და უმალვე მიხვდა რომ მის წინაშე არის ადამიანების მეთაური. ადამიანს ტავზე ედგა სამი ტოტისგან შეკრული გვირგვინი.

"ვინ გვეწვია ამ დროს ჩვენ? ნუთუ ეს ადამიანების მეთაურია, ამ მდაბიო არსებების?" მეფე გაოგნებული იყო, "იმისთვის მოხვედი რომ ჩვენს უბედურებას დასცინო?!"

ადამიანმა მეფის წინაშე თავი დახარა და წარმოსთქვა: "არა ო ბრძენო მეფეო. ჩვენ მოვედით რათა დახმარება შემოგტავაზოთ. შესაძლებელია რომ ჩვენი მცირე ძალებით რაიმე დახმარება გაგიწიოთ."

ელფებს ძალიან გაუხარდათ მოვლენების ასეთი შემოტრიალება. მიუხედავად იმისა რომ ადამიანები უტვინოები და სუსტები იყვნენ, მათი ურიცხვი რაოდენობა შესაძლებელია გამოდგებოდა ბრძოლისას.

"თქვენ მართლაც შეიძლება გამოსადეგი გახდეთ ჩვენთვის." მეფე დატანხმდა ყოველგვარი ყოყმანობის გარეშე. "თქვენ ყოვლად უვარგისი და გამოუდეგარი არსებები ხართ, მაგრამ გულმოდგინეები ხართ და მზად ხართ სიცოცხლე შეგვწიროთ ბრძოლაში. ნამდვილად სამაგალითოა და მე ვიღებ თქვენს დახმარებას."ადამიანთა მეთაური ისევ მუხლებზე დაემხო ელფების მეფის წინაშე, შემდეგ აწია თავი და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. "ო უდიდესო ელფებს შორის", თქვა მან, "ჩვენ, ადამიანები გთხოვთ შეგვისრულო მხოლოდ ერთი თხოვნა მანამ, სანამ ჩვენ დავიწყებდეთ ბრძოლას ელფების გამარჯვებისათვის. ჩვენ ძალიან სუსტები ვართ და ვერ გავუმკლავდებით ორკებს, ამიტომ ჩვენ გთხოვთ მოგვცე ძალა რომ მათ გავუსწორდეთ. ჩვენ გთხოვთ რომ გვასწავლოთ ელფების ჯადოქრობა."

ამ თავხედურმა შემოთავაზებამ, ელფები შოკში ჩააგდო. ადამიანებს ვასწავლოთ ჯადოქრობა?! არასოდეს! ელფები უკვე მზად იყვენ ნაცრად ექციად თავხედი, მაგრამ ამ დროს საქმეში ჩაერია ელფების ლიდერი. ვეორა ერქვა მას. მან გადაწყვიტა, რომ ადამიანებისათვის ჯადოქრობის სწავლება მათ არ შეუქმნდა საფრთხეს. ხოლო ბრძოლაში, ორკების წინააღმდეგ, ისინი ძალიან სუსტები იყვნენ და დახმარების გარეშე ვერ გაძლებდნენ. ასე მან გააკეთა თავისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება, რაც შემდგომში მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა - ესწავლებინა ხალხისთვის ჯადოქრობა.

ხალხი ითვისებდა ჯადოქრობას ღრუბელივით, გაცლებით სწრაფად ვიდრე ამას ელფები მოელოდნენ. მათი ფიზიკური პარამეტრები არ იყო იმდენად შთამბეჭდავი, როგორც ორკების, მაგრამ მუდმივი შრომა და ბრძოლები რასის შიგნით, მხოლოდ აძლიერებდნენ ხალხს. ისინი მოხერხებული და მარჯვე მეომრები იყვნენ და რაც მთავარია იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ მალე ადამიანების არმია უდიდესი ძალა გახდა.

თავი მეათე: მტრები და მოკავშირეები

და დაიწყო ომი. ელფების და ადამიანების ალიანსი ნელ-ნელა აღწევდა თავის მიზანს - ორკების დიქტატურის დამხობა. როდესაც აშკარა გახდა ალიანსის უპირატესობა ომში, ჯუჯებმა მიატოვეს ორკები და ალიანსის მხარეს გადავიდნენ, ასევე მათ დაიწყეს იარაღის და საბრძოლო აღჭურვილობით ადამიანების მომარაგება. ახლა, ჩაცმულები უძლიერეს აბჯარში და აღჭურვილი ყველაზე ბასრი იარაღებით, ადამიანების არმია მარტოც დაამარცხებდა ორკებს.

ელფებმა ხიფათი იგრძნეს, თუმცა ალიანსი განაგრძობდა გამარჯვებისკენ მოძრაობას, ისინი გრძნობდნენ, რომ ადამიანების ძალა საგრძნობლად იზრდებოდა და მათი კონტროლიდან ნელ-ნელა გადიოდა. და მაინც, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ რასებს შორის უმდაბლესს - ბინძირ ადამიანებს - შეეძლო თვით ელფების წინააღმდეგ წასვლა. მალე ორკები დამარცხდნენ, ელფებმა დაივიწყეს და მიატოვეს ადამიანები. ისინი კი განაგრძობნენ ჯადოქრობის უმაღლესი ფორმების შესწავლას. ორკებს არაფერი სხვა არ დარჩენოდათ, გარდა იმისა რომ ხელი მოეწერათ მათთვის დამამცირებელი მშვიდობის თანხმობისთვის და დაბრუნებულიყვნენ თავის გამოქვაბულებში, კონტინენტის კუთხეში.

ორკების ლიდერმა, დამცინავი ხმით უთხრა ელფებს,: "იდიოტებო! გამარჯვება თქვენ კი არა ამ უჯიშო ღორებს -ადამიანებს- ეკუთვნით, როგორ გაუმკლავდებით მონსტრებს რომლებიც თქვენითვე შექმენით?"

ორკების ლიდერი მართალი აღმოჩნდა და მალე ელფები ახალ ხიფათს გადაეყარნენ, როდესაც ადამიანები მათზე ომით წავიდნენ, მაგრამ მათი ძალები თანაბარი არ იყო, ადამიანები ჯობნიდნენ ელფებს ყველაფერში, ჯადოქრობაშიც კი, რომელიც ადამიანებმა თითქმის სრულყოფილებამდე შეისწავლეს.

და ისევ გაიშალა ბრძოლის ფრთები, ერთი ჯადოქრობა მეორეს დაუპირისპირდა. ბოლოს და ბოლოს ელფები იძულებუები აღმოჩნდნენ უკან დაეხიათ, თავისი მშობლიური ტყისკენ და იქ დამალულიყვნენ თავდამსხმელებისგან. იქ ისინი ემზადებოდნენ მტერზე საბედისწერო იერიშის მისატანად. მათი ჯადოქრობა რამდენჯერმე ძლიერდებოდა მათ ტყეებში და მათ ზუსტად ამ "კოზირი"-ს იმედი ქონდათ. მაგრამ მათ ვერ გათვალეს სიტუაცია ბოლომდე, ადამიანების არმია ნამეტანი უზარმაზარი იყო და ელფების გაძლიერებული ჯადოქრობაც კი ვარ უმკლავდებოდა ადამიანების ულევ ნაკადს. სამი დღის მანძილზე გაგრძელდა ომი. როდესაც იგი შეწყდა და სისხლიანი ბურუსი მოშორდა თვალებს, ელფები გაოგნდნენ. მათი მეტესობა მოკვდა, მაგრამ ადამიანების არმია სულ უფრო და უფრო ძლიერი ნაკადით მოდიოდა. ელფებმა დაიხიეს უკან, მშობლიური ტყის სიღრმეებში, ადამიანებს გზა გადაუკეტეს ჯადოსნური ბარიერებით.

ასე ადამიანები გახდნენ უდიდესი დამპყრობლები სამყაროში.

თავი მეთერთმეტე: ისევ კოცონთან.

უცნობი ისევ დადუმდა. ისტორიის კიდევ ერთი ნაწილი დამთავრდა...

რაც გავიგონეთ, ყველაფერი ძირიანად განსხვავდებოდა ყველაფრისგან რაც აქამდე გვსმენია, მაგრამ მაინც ამ ისტორიას ქონდა რაღაც ნაცნობი... ჩვენს შორის მყოფი მშვენიერი ელფესა (მდედრი ელფი (ჩემით მოვჩმახე ეგ სიტყვა)) გულის სიღრმემდე იყო გაოცებული და ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე.

ღამემ შთანთქა გარემო. ტყეში ცხოველების ხმა აღარ ისმოდა, არც ქარი აშრიალებდა ფოთლებს, ნაკადულის ხმაურიც კი დარბილდა და ოდნავ ისმოდა. მარტო ჩვენი სუნთქვა და კოცონის ტკაცუნიღა არღვევდა ღამის მდუმარებას. იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ მთელი გარემო უსმენდა უცნობის ისტორიას.

"ასერომ, ნუთუ სასაცილო არაა, რომ უმდაბლესმა რასებს შორის, ადამიანებმა, საბოლოოდ მიაღწია უმაღლეს ძალაუფლებას სხვა რასებთან შედარებით? მე გეტყვით რაშიცაა საიდუმლო - ადამიანის სულის სიძლიერეში. ღმერთებსაც კი არ წარმოედგინათ რომ ადამიანები ოდესმე სამყაროს მმართველები გახდებოდნენ."

"ეხლა კი მოგიყვებით ადამიანების ყველაზე გამოჩენილი სამეფოს ისტორიას, რომელიც ოდესმე კი არსებობდა მიწაზე. ეს არის ისტორია იმ ხალხზე რომლებმაც გიგანტების გზა გაიმეორეს."

თავი მეთორმეტე: თავიდან დაწერილი ისტორია

ადამიანების პრიმიტიული სამეფო შეიქმნა ჯერ კიდევ ელფებისა და ორკების ომის დროს. ძირითადი ნაწილი იყო ათენის კლანი და იმ დროის ყველაზე გამოჩენილი ჯადოქრებისა. ეს დაჯგუფება ყველაზე გავლენიანი იყო და თავის გავლენას იმტკიცებდა ძალადობით და მუქარებით, რასაც ზოგჯერ შეიარაღებული კონფლიკტები მნოყვებოდა.

ათენის ლიდერმა, შუნიმანმა, ბოლოს და ბოლოს მშვიდობა დაამყარა და მიწები გააერთიანა, ეხლა ცნობილი როგორც ადენი და ელმორი. თავის სამეფოს მან დაარქვა ელმორედენი და თვითონვე დაჯდა ტახტზე, რათა შეცვალოს ხის სამი ტოტის გვირგვინი, ოქროს, ძვირფასი ქვებით მორთული გვირგვინით. თავისი მიმდევრების სწავლებით, იგი თითქმის ღმერთი გახდა.

იმპერატორს აღელვებდა მხოლოდ ერთი რამ: ადამიანების მოკლე სიცოცხლე. იმ ფაქტმა რომ ადამიანები შექმნა გრენ კაინმა, განადგურების ღმერთმა და ამას დამატებული ის რომ ისინი შექმნილები იყვნენ სხვა რასების ნარჩენებისგან, გააჩინა ადამიანებში არასრულფასოვნების კომპლექსი. ეს ყოველივე სამყაროს ახალ მმართველებს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა. ეხლა, როდესაც შეიქმნა ახალი სამეფო, საჭირო იყო ახალი მითოლოგია, ახალი ისტორია, რომელიც ამტკიცებდა მათ მაღალ წარმოშობას.

ბოლოს და ბოლოს, როდესაც ჩატარდა ფართემასშტაბიანი რელიგიური რეფორმა, შუნიმანმა უარყო გრენ კაინი როგორც მათი შემქმნელი და მფარველი და მის ადგილზე დააყენა ეინჰაზადი. მითი და ისტორია შეიცვალა. შეიცვალა დამოკიდებულებაც მათ მიმართ ვინც ავრცელებდა შავ ჯადოქრობა და ვინც კვლავ მიყვებოდა გრენ კაინის რელიგიას - ახლა ისინი სასტიკად იდევნებოდნენ. რელიგიური რეფორმა გრძელდებოდა რამდენიმე თაობის მანძილზე. ადამიანებში ჩაჯდა აზრი იმის შესახებ რომ ინი იყვნენ შექმნილები ეინჰაზადის მიერ - ეს იყო რეფორმის შედეგი, ხოლო გრენ კაინი იყო მხოლოდ სიბოროტის ღმერთი. როდესაც მან შეიტყო ამის შესახებ, მას მხოლოდ გაეცინა.

"მე არ გავბრაზდები მათზე, თუნდაც არარ სჯერათ ჩემი, მაგრამ ნუთუ ისინი იმდენად სულელები არიან რომ ცდილობენ ცის ხელებით დაჭერას?"

თავი მეცამეტე: ელმორედენი და პერიოსი

იმ დროს როდესაც ელმორედენის სამეფო იზრდებოდა და ყვავდებოდა, ტერიტორია სახელად გრაცია, ზღვის იქით, ჯერ კიდევ გახვეული იყო კონფლიკტებში. გეოგრაფიულად ეს რეგიონი ძალიან მრავალფეროვანი და საშიში იყო. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანების დაჯგუფება იბრძოდა იქ ძალაუფლების მოსაპოვებლად, ვერცერთი ვერ აღწევდა წარმატებას, რადგან არცერთი არ იყო იმდენად ძლიერი რომ წესრიგი დაემყარებინა და ყველა გაეერთიანებინა. რეგიონის ტერიტორიის აწუხებდა მხოლოდ პატარ-პატარა კონფლიკტები და ისინი იშვიათად გადადიოდნენ ნამდვილ ბრძოლაში.

მაგრამ დადგა დღე და საათი იმისა რომ ყველა მოწინააღმდეგე დაჯგუფება გაერთიანებულიყო ერთი დროშის ქვეშ რათა თავი დაეცვა ელმორედენის არმიისგან რომელიც მათზე ომით წავიდა. ძალიან ბევრი წარჩინებული მებრძოლი მოკვდა იმ ბრძოლებში. ისინი კი ვინც გადარჩა, გაცილებით უფრო გაძლიერდნენ. ბოლოს და ბოლოს თავდასხმა მოგერიებული იქნა, მაგრამ დანაკარგი საშინელი იყო. მიღებულმა გაკვეთილმა ბიძგი მისცა იმას, რომ შეიქმნა ახალი და ერთადერთი იმ რეგიონში სახელმწიფო - პერიოსი.

მაგრამ წინააღმდეგობა გრძელდებოდა. პირველი შექმნილი სამეფო, ელმორედენი, ფლობდა გაცილებით უკეთეს საბრძოლო რესურსებს და მას ქონდა გაცილებით უფრო დიდი შანსი წარმატებაზე. ამავდროულად პერიოსსაც გააჩნდა უპირატესობები. პირველ რიგში ზღვა, რომელიც აცალკევებდა ერთ სახელმწიფოს მეორისგან და თავდამსხმელებს აკავებდა, მეორე კი არტეფაკტები რომლებიც დატოვეს გიგანტებმა. ამ რელიქვიების გამოყენება შეიძლებოდა საბრძოლველად და საკმაოდ წარმატებითაც.

და მოხდა ისე, რომ უძლიერესი არმიის მქონე ელმორედენმა, ვერ დაიპყრო პერიოსი.

თავი მეთოთხმეტე: ბელეტი და სპილოს ძვლის კოშკი (Ivory Tower)

ელმორედენის სამეფოში იმყოფებოდა სპილოს ძვლის კოშკი რომლის ძირითადი დანიშნულება იყო ჯადოქრობის შესწავლა. კოშკის ჯადოქრები მთელ თავის ძალას ახარჯავდნენ გიგანტების ჯადოქრობის აღზევებაზე, შესწავლაზე და გაუმჯობესებაზე. მათმა ხელოვნებამ მიაღწია არნახულ სიდიდეებს და მალე მათი გავლენა სამეფოში გახდა ელმორედენის იმპერატორის ტოლფასი.

კოშის ჯადოქრებს შორის იყო ერთი სახელად ბელეტი, უძლიერესი ჯადოქრებს შორის და ერთ-ერთი საუკეთესო გენიოსი მათ შორის რომლებიც ოდესმე არსებობდნენ. გიგანტების ჯადოქრობამ იმდენად ჩაითრია იგი, რომ მალე ის თითქმის სრულყოფილად ყველა მის საიდუმლოს, მაგრამ ეს ჯადოქრობა დაწყევლილი იყო და შესაბამისად გამოუდეგარი ადამიანებისთვის. ძალაუფლების წყურვილმა მთლიანად შეიპყრო ბელეტი. შეშინებულები ამ ამბით, კოშკის ჯადოქრები და სამეფო კარის უმაღლესმა წრემ, გადაწვიტეს ძალები გაეერთიანებინათ რათა მოეშორებინათ ბელეტი. მაგრამ ამის შესრულება საკმაოდ რთული იყო, რადგან მისი შავი ჯადოქრობის ცოდნა წარმოუდგენლად დიდი იყო.

საბოლოოდ, სპილოს ძვლის კოშკს აღარ დარჩენოდა სხვა რამე გარდა იმისა, რომ გამოეყენებინა აკრძალული შავი ჯადოქრობა, რათა დაემარცხათ ბელეტი, შეეტყებინათ ხაფანგში და კოშკის საძირკველში ჩაეკეტათ. მიუხედავად იმისა, რომ მას იცავდნენ ჯადოქრებიც და მეომრებიც, მან მაინც მოახერხა თავი დაეღწია ჯადოსნური და ფიზიკური ბორკილებისგან და გაქცეულიყო. იგი გამგზავრა ჯოჯოხეთის საზღვრის კუნძულზე რათა დაებრუნებინა თავისი ძველი ძლევამოსილება და კვლავ დაწყო მიწების დაპყრობა.

ჯადოსნურმა ხაფანგმა, რომელიც ბელეტისთვის იყო დაგებული, გამიწვია საშინელი კატაკლიზმები რეგიონის სამხრეთ ნაწილში, ეხლა ეს მხარე ცნობილია როგორც გლუდიო. მიწა ამომწვარი იყო ჯადოქრობით ასევე დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც წარმოითქვა შელოცვა. სამეფომ დაადანაშაულა მომხდარში ბელეტი და უწოდა მას ეშმაკი ადამიანის ტანში.

თავი მეთხუთმეტე: განხეთქილება ელფებს შორის.

დაახლოებით ამავე დროს, ელფების სამეფოში მოხდა დიდი ცვლილებები. დაკარგეს რა კონტროლი კონტინენტზე ელფებმა, მასთან ერთად დაკარგეს ყურადღება და ფაქტიურად აღარ იმალებოდნენ. მათ დაივიწყეს იმის შესახებ, რომ ოდესრაც სამყაროს მართვა უნდოდათ და გარემოსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ.

ელფების ძირითად მასას შორის, რომლებიც თავის თავს ხის ელფებს ეძახდნენ, გამოიყოფოდა ნაცრისფერი ელფები. მათ სურდათ ძალაუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელება თუნდ ამისთვის საჭირო იქნებოდა აკრძალული შავი ჯადოქრობის გამოყენება. მაგრამ დანარჩენი ელფები არ ეთანხმებოდნენ ამ აზრს.

ერთხელ ნაცრისფერ ელფებს შორის გამოჩნდა ჯადოქარი ადამიანი. იგი მიუახლოვდა მათ ლიდერს და უთხრა.

"ტქვენ გსურთ ძალაუფლება და ძლევამოსილება? მაგრამ ხის ელფებს ეშინიატ, რომ თქვენ მიიღებთ უზარმაზარ ძალას. თქვენ უდაოდ გეკუთვნით ეს ძალა. მათ კი მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება აღელვებთ. მათ ეშინიათ თქვენი, ეშინიათ ადამიანების. ზუსტად ამ შიშმა მოგიყვანათ იმ ვითარებამდე რომელშიც ეხლა ხართ."

ნაცრისფერი ელფების ლიდერმა იკითხა, "ვინ ხარ და რა გინდა აქ ჩვენს შორის?"

"ჩემი სახელია დასპარიონი, მე უბრალო ჯადოქარი გახლავართ, მაგრამ მე ვფლობ იმ ძალას რომელსაც თქვენ ეძებთ. მე შემიძლია თქვენი ამბიციები დავაკმაყოფილო... მაგრამ სამაგიეროდ თქვენ უნდა დამეხმაროთ."

"და რითი შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ?"

"მე მინდა მხოლოდ ერთი, ვიცოდე უკვდავების საიდუმლო." ძლივს შესამჩნევი ღიმილი გაჩნდა მის სახეზე. "თუნდ მე ვფლობ ჯადოქრობის ხელოვნებას, მე უბრალო ადამიანი ვარ და ჩემი სიცოცხლის ვადა განსაზღვრულია. ასერომ... რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება? ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ოცნებები ავუსრულოთ."

ნაცრისფერ ელფებს ძალიან უნდოდათ შავი ჯადოქრობის შესწავლა, რომელსაც დასპარიონი ფლობდა და ისინი დათანხმდნენ. დასპარიონმა ასწავლა მათ ყველაფერი რაც კი თვითონ იცოდა, სამაგიეროდ კი შეიცნო უკვდავების საიდუმლო. დაკმაყოფილებულმა მან დატოვა ტყე.

ნაცრისფერმა ელფებმა თავის მფარველად გამოაცხადეს გრენ კაინი, ხოლო ეინჰაზადი ისევ ხის ელფების მფარველად დარჩა. ხის ელფები გაცოფებულები იყვნენ ნაცრისფერების ასეთი საქციელით და მათ შორის გაჩაღდა ბრძოლა. გადამწყვეტ მომენტში, ნაცრისფერმა ელფებმა გამოიყენეს მომაკვდინებელი შავი ჯადოქრობა, რათა გაენადგურებინათ ხის ელფები. მაგრამ ხის ელფებმა ბოლო მომენტში მოასწრეს მათზე წყევლის დადება და გადააქციეს ნაცრისფერი ელფები ბნელეთის რასად, ახლა ცნობილი როგორც ბნელეთის ელფები.

თავი მეთექვსმეტე: ოქროს ხანის დასასრული.

ელმორედენისთვის ოქროს ხანა დასრულდა 100 წლის შემდეგ რაც იგი შეიქმნა, იმპერატორ ბაიუმის მართვის დროს (ზუსტად ის ბაიუმია Tower Of Insolence-ს მეთოთხმეტე სართულზე რომაა). მას ქონდა სასწაული ხარიზმა და შეუდარებელი მხედარმთავრული თვისებები, ამის დახმარებით მან შექმნა ყველა დროის ყველაზე საუკეთესო არმია. ამ არმიამ გადევნა ორკები, ელმორის ჩრდილო ნაწილიდან უღრან ტყეებში შემდეგ ცნობილი როგორც ორკების სამეფო. ამის გარდა ბაიუმის არმია დრო და დრო უტევდა პერიოსს და საბოლოოდ დაიპყრო გრაციის სამხრეთი ნაწილი.

ბაიუმი დაბერდა და დაკარგა ინტერესი დაპყრობისადმი. მთელი სამეფოს ძალა მან დაახარჯა ურთულესი კონსტრუქციის მქონე კოშკის მშენებლობას, რომელიც ცას აღწევდა.

"ამ სამეფოში ყველას ეშინია ჩემი, სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე! მე ვმართავ ათიათასობით სიცოცხლეს, ხელის მხოლოდ ერთი მოქნევით: ზოგს სიციცხეს ვჩუქნი, ზოგს კი პირიქით. ჩემი ძალაუფლება აბსოლუტურია. მხოლოდ ერთის ატანა არ შემიძლია - იმის, რომ ყოველივე ეს გარება ჩემთან ერთად, როდესაც დადგება ჟამი ჩემი სიკვდილისა! ამიტომ მე უნდა ვთხოვო ღმერთებს უკვდავება და ვმართო ჩემი ხალხი მუდამ!"

ოცდაათი წლის განმავლობაში შენდებოდა ბაიუმის კოშკი. იგი აპირებდა კოშკის გამოყენებას იმისთვის, რომ ასულიყო ზეცაში და ღმერთებისთვის უკვდავება ეთხოვა. როდესაც კი მან მიაღწია მწვერვალს, ღმერთებმა შემდეგი უთხრეს.

"ადამიანო, როგორ ბედავ შენ აქ ამოსვლას და უკვდავების თხოვნას? ნუთუ გიგანტების მაგალითმა არაფერი არ გასწავლა? რას იზამ... თუ შენი სურვილი უკვდავებაა, შენ მას მიიღებ, მაგრამ შენ ვერასოდეს ვერ შეძლებ ამ კოშკის დატოვებას."

ბაიუმმა გაამწარა ღმერთები და დარჩა შეპყრობილი თავისივე კოშკის სახურავზე სამუდამოდ. იმპერატორის უეცარი გაუჩინარების შემდეგ, მიწაზე დაიწყო პანიკა. იმპერატორის ნათესავები, მისი ყოფილი მოკავშირეები და უამრავი არისტოკრატია - ყველა ცდილობდა იმპერატორის ადგილი დაეკავებინა ტახტზე. ეს ულევი კამათი ასუსტებდა ისედაც კოშკის მშენებლობისგან დასუსტებულ სამეფოს. კონფლიკტი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ 100 წლის განმავლობაში აყვავებული სამეფო დაიშალა. მომდევნო 20 წლის განმავლობაში სამეფო საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თავი მეჩვიდმეტე: კოცონი.

ჩვენ უფრო და უფრო ნაკლებად მოგვწონდა ყოველივე გაგონილი. ჩვენ არაფერი არ ვიცოდით ამ უცნობზე ისევე როგორც მიზეზზე თუ რატომ გვიყვებოდა ამ ყოველივეს და მაინც ჩვენ განვაგრძობდით სმენას, ადგილიდან ვერ ვინძრეოდით, თითქოს რაღაც ძალა გვბოჭავდა.

უცნობი ისე იქცეოდა თითქოს ჩვენ არც კი ვიყავით იქ. მან ააგროვა მშრალი ტოტები და ნახევრადჩამქრალ ცეცხლში ჩააგდო. უკვე უჩინარი ალი ახალი ძალით აიჭრა ჰაერში. მან არც კი გამოიხედა ჩვენკენ და კვლავ განაგრძო თხრობა.

"ჩემი ამბავი თითქმის დასრულებულია. თქვენთვის ალბათ ცნობილია ის ისტორია რომელსაც ეხლა გიამბობთ - ხალხის ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება. ეს არის კონტინენტის ისტორია ელმორედენის დაცემის შემდეგ."

თავი მეთვრამეტე: ბრძოლა კონტინენტისთვის.

ელმორედენის დაცემა გამოიწვევდა პერიოსის აყვავებას, რომ არა შავი ჭირის ეპიდემია რომელიც გრაციიდან სამხრეთით მოძრაობდა და კიდე დამანგრეველი ყინვები წამოსული ჩრდილოეთიდან. პირველი დაეცა ელმორედენი, შემდეგ კი პერიოსი.

ამ ორი ოდესღაც ძლევამოსილი სამეფოს დამხობის შემდეგ, კონტინენტი ქაოსმა მოიცვა. ადამიანების არისტოკრატია თავის თავს წეწავდა, პატარა დაჯგუფებები ძალაუფლებისთვის ბრძოლობდნენ, ზოგი მათგანი კი მიმართავდა სხვა რასების დახმარებას, სამაგიეროდ კი მიწებს ჩუქნიდნენ. ორკებამ ისარგებლეს ამ შანსით და დაეუფლნენ მცირე ტერიტორიას. მათ საკუთარი არმიების რეორგანიზება მოახერხეს და აქედან დაიწყეს შეტევა, შედეგად ელმორის ჩრდილოეთი მიწები მათ კონტროლის ქვეშ აღმონდა. მაგრამ ბრძოლებმა კეთილშობილ და მდაბიო ორკებს შორის, დაასუსტა პირველები.

ელფებსა და მათ მუქ ძმებს შორის, ასევე მიმდინარეობდა უმოწყალო ბრძოლები და მათ დასასრული არ უჩანდათ. ხოლო რაც შეეხება ჯუჯებს, ისინი ვერ აღმოჩნდნენ ღირსეული მოწინააღმდეგეები ორკებისთვის და ადვილად იქნენ დამარცხებულები.

და ამ დროს გაჩნდა ახალი ძალა - ადამიანების დაჯგუფება ასევე ცნობილი როგორც ელმორის სამეფო. ისინი აცხადებდნენ რომ იყვნენ იმპერატორ ელმორედენის პირდაპირი შთამომავლები, სიმართე იყო ეს თუ არა არვინ იცოდა, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ისინი ფლობდნენ ძალისა და ფოლადის სიმართლეს. ადამიანები და ორკები ებრძოდნენ ერთმანეთს მთელი კონტინენტის ტერიტორიაზე. ეს ომი დიდხანს გაგრძელდა და ორივე მხარეს ძალიან ძვირად დაუჯდა. მაგრამ გამარჯვებულები ისევ ადამიანები აღმოჩნდნენ, ორკებმა კი თავისი მიწებისკენ დაიხიეს, რათა მოგვიანებით შური ეძიათ. მცირეოდენი გადარჩენილი ჯუჯები, ადამიანებმა კონტინენტიდან გადაასახლეს მთებში.

თუმცა ელმორის არმია დასუსტდა, მან მოიპოვა მთელი ჩრდილოეთ ნაწილის კონტროლი და გაემართა სამხრეთისკენ, რათა მთელი კონტინენტი ერთი დროშის ქვეშ გაეერთიანებინა. მაგრამ დანაწევრებული კონტინენტის აღდგენა არ მოხდა. ყველაზე მძლავრმა სამხრეთის სახელმწიფომ, ორენმა, დაამარცხა შემტევების არმია ძლიერი ჯადოქრებისა და გაწვრთნილი მეომრების დახმარებით. ელმორის არმია ძალიან დასუსტებული იყო რომ წინააღმდეგობა გაეწია.

ორენის დაცვის ქვეშ, მრავალი სამხრეთ სახელმწიფო კვლავ აღორძინდა და მოგვიანებით გაერთიანდა ერთ ნაციად. ამ კავშირში ყველაფერი დაბალანსებული და გაწონასწორებული იყო, ამიტომ სამხრეთი მიწები ყვაოდნენ.

თავი მეცხრამეტე: ორი სახელმწიფოს აღორძინება.

რამდენიმე თაობის განმავლობაში გრძელდებოდა ომი სანამ ქაოსის სიღრმიდან არ ამოვიდა გრაცია, რათა ყველა გაეერთიანებინა. ადამიანმა სახელად პარისი, საუკეთესო მხედართმთავარმა და უდიდესი ძალის პატრონმა, თავი გაითქვა და საკუთარი ხალხი იმით, რომ იგებდა უამრავ ბრძოლას და იპყრობდა ბევრ ტერიტორიას ბეხეიმისთვის.

პარისი გახდა ლეგენდარული, როდესაც მისი არმია შეხვდა კვოსერის მთიელებს. საბედისწერო ბრძოლისას, კვოსერის საუკეთესო მებრძოლესთან, ტორთან, პარისმა მას მიაყენა საბოლოო დარტყმა. აქამდე წაუგებელმა ტორმა თქვა,

"ასეთი წარმოუდგენელი ძალა და სიჩქარე!! ნუთუ მართლა ადამიანი ხარ?!"

პარისი იდგა დამარცხებულ მოწინააღმდეგესთან, გადაავლო თვალი საბრძოლო ველს და თქვა,

"მე მხოლოდ ამ მიწების გაერთიანება მინდა... შემიერთდი, ჩრდილოეთის უშიშარო მეომარო და ჩვენ ერთად დავამარცხებთ მათ, ვინც წინ გადაგვიდგება."

და პარისმა წაიყვანა თეთრი ქორის რაინდები, ქარის რაინდები და მთიელები, გრაციის მიწების გასწვრივ დაგზად იმდენი მიწა დაიპყრო, რომ ბეხეიმი ხუთჯერ გაიზარდა ადრინდელ საზღვრებთან შედარებით. მალე პარისმა ძალით ჩამოაგდო მმართველობა და თვითონ დაჯდა ტახტზე.

ამ დროს, სამხრეთ მიწებში გამოჩნდა ახალი ლიდერი. ხარიზმული და თავში დარწმუნებული რაული, აგროვებდა არმიას ტავისი დროშის ქვეშ. რაულის ცეცხლოვანი რეჩები, მიწასთან ასწორებდნენ მის მოწინააღმდეგეებს, გაცილებით უკეთ ვიდრე ხმალი. აი ერთ-ერთი მაგალითი მისი გამოსვლისა:

"მიწათა მმართველებო! ნუთუ ვერ ხედავთ თუ რახდება თქვენი საზღვრების გარეთ? მტერი მზადაა ჩვენს წინააღმდეგ გაილაშქროს ვიდრე ჩვენ აქ ვლაპარაკობთ! ელმორის სახელმწიფოს დიდი ხანია სურს ჩვენი მიწები და სიმდიდრეები, იგი მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდება რათა დაგვესხას. ხოლო თუ გრაციაც გადაწყვიტავს დაგვესხას, მაშინ ჩვენი საქმე წასულია! ჩვენ არ გვაქ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გავაერთიანოთ ძალები და მოვემზადოთ ომისთვის."

თავიდან რაული გაერთიანდა თავის მოკავშირე ინადრილთან და ამ მიწებს დაერქვა ადენი. პარისისგან განსხვავებით, რაული არ მიმართავდა ძალადობას და ადვილად მიიერთა კირანის და დიონის მიწები.

ორენში, რაული მოულოდნელად წააწყდა თავისი გეგმების წინააღმდეგობას. ორენს არ სურდა რაიმე სხვა ლიდერის მიღება გარდა საკუთარისა. საბოლოოდ ამან გამოიწვია ომი, რომელშიც გამარჯვებული ადენის სახელმწიფო გამოვიდა. გლუდიოს სამეფომ საკუთარი ნებით დაყარა იარაღი და შეუერთდა ადენს - ამით დასრულდა გაერთიანების პროცესი. შემდეგში რაული ცნობილი გახდა როგორც გაერთიანების მეფე.

თავი მეოცე: შთამომავლები.

მალე, ადენის გაერთიანების შემდეგ, როდესაც პარისის ბოლო მოწინააღმდეგე მის ფეხებთან დაეცა განწირული, გრაცია საბოლოოდ გამაგრდა. პარისმა გადაიტანა სახელმწიფოს დედაქალაქი არპენინოში და მისი სტრუქტურაც გადააკეთა.

ადენმა მოიგერია ელმორის თავდასხმა და ამით დაამტკიცა, რომ იგი ანგარიშსაწევი ძალაა. მაგრამ ადენს მალე უბედურება ხვდა წილად - რაულის სიკვდილი. ელმორმა იგრძნო რომ ეხლა იყო ხელსაყრელი მომენტი თავდასხმისთვის და შეტევაში გადავიდა, ამჯერად ჩრდილოეთიდან. რაულის შთამომავალი, ტრაბისი, იგერიებდა თავდამსხმელებს, მაგრამ მალე უცნობი დაავადებისგან გარდაიცვალა. შემდეგი პრეტენდენტი ტახტისთვის, იყო თექვსმეტი წლის ამადეო.

როდესაც პარისმა გაიგო ეს ამბავი მან წამიძახა: "თვით ზეცა ეხმარება გრაციის სამეფოს! თექვსმეტი წლის მეფე? ეს იქნება ადენის სახელმწიფოს დაცემა!"

მაგრამ პარისმა ბოლომდე ვერ გათვალა ახალგაზრდა ამადეოს ძალები. ბიჭმა დაამარცხა ელმორი მსხვილმასშტაბიან ბრძოლაში. პარისმა იგრძნო, რომ ადენის დაპყრობის შანსი მას ხელიდან ეცლება. ყველა რჩევის უგულებელყოფით, ასევე მისი მარჯვენა ხელის დილლიოსის, პარისმა დაიწყო მასიური თავდასხმა ადენზე, მიწიდანაც და ზღვიდანაც.

შედეგი გამაოგნებელი იყო.

ელმორის გაძევებული მეფე, ესტერი, შეუერთდა ადენს, რომელთანაც მამამისს ომი ქონდა მრავალი წლის განმავლობაში.

"ნუთუ სიამაყე არ გაქ? შენ შენივე ხმალზე უნდა დაცემულიყავი იმის გამო, რომ მხარში ამოუდექი მამაშენის მტერს!"

ესტერმა ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს და უპასუხა, "შვილს მე მერეც მივხედავ, ხოლო ეხლა ჩემი მთავარი მიზანი შენ ხარ."

კირანის მიწებზე ბრძოლა გახდა საბედისწერო ამ ომში, როდესაც გრაციის მეომრები, გაძევებულები და დემორალიზებულები, დაბრუნდნენ სამშობლოში არაფრით. ამ ომში წარუმატებლობამ ღრმა კვალი დატოვა პარისის სიამაყეში. მოგვიანებით იგი ავად შეიქნა და გარდაიცვალა.

გრაციის მეფე გახდა კარნარია - სუსტი ადამიანი და ბევრი თვლიდა, რომ მას არ ძალუძს სახელმწიფოს მართვა. კუკარუსმა მას გამოწვევა მისცა და გადაწყვიტა თვით ასულიყო ტახტზე. მას მხარში ამოუდგა დილლიოსი, პარისის ყოფილი მოკავშირე და მან დაიწყო პოპულარობის მოპოვება გრაციის ხალხს შორის. საბოლოოდ მან და კარნარიამ, სამეფო დაყვეს ორ ნაწილად. ჩრდილო და სამხრეთ გრაცია გახდნენ ერთმანეთის მტრები და მთელ თავის ძალებს ახარჯავდნენ წინააღმდეგობებში.

ამ ამბებმა გაახარეს ამადეო. მან გამოიყენა ომებს შორის პაუზა და ძალები მიმართა ადენის გაძლიერებას და აღორძინებას. მისი ძალისხმევით ადენმა, ელმორმა და გრაციამ ხელი მოაწერეს მშვიდობის პაქტს. დაიწყო რთული მშვიდობის პერიოდი.

თავი ოცდამეერთე: ეპილოგი.

როდესაც უცნობმა შეწყვიტა თხრობა, უკვე თენდებოდა. ხანგრძლივმა რამემ ჩაიარა და ცაში გამოჩნდა აისის სხივები. კოცონი დიდი ხნის წინ ჩაქრა და დარჩა მხოლოდ ნახშირი. მთხრობელმა მოუკიდა ჩიბუხს და ღრმად ჩაისუნთქა ბოლი.

"აი ჩემი ისტორია დასრულდა. გავა დრო და ეგებ ის გაგრძელდება? ვინ იცის, შეიძლება თქვენი სახელებიც ჩაიწეროს ამ ისტორიაში?"

განთიადის შუქმა გაანატა არემარე. უცებ ვიგრძენი გაუგებარი ღელვა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გადის ჩემს გვერდით... ძალიან ძნელად, მაგრამ შევძელი ხმის ამოღება და გავბედე მეკითხა მისთვის, "ვინ ხართ? და რატომ მოგვიყევით ყოველივე... და... საიდან იცით ეს ყველაფერი?"

იგი ჩუმად წამოდგა. და როგორც კი იგი გასწორდა მხრებში, მან დაიწყო ზრდა! სანამ იჯდა, იგი ჩვეულებრივი ზომის იყო, მაგრამ ეხლა იგი წარმოუდგენლად უზარმაზარი იყო - ექვსი მეტრი სიმაღლეში - მისმა ჩრდილმა სუყველა დაგვფარა. შემდეგ კი ნელ-ნელა ქრებოდა! უჩინარდებოდა, როგორც ნისლში, უეცარმა ქარმა წაიღო იგი როგორც ქვიშა...

მაშინ მან არ მიპასუხა თუ ვინ იყო, მაგრამ მგონი, ეხლა ვიცი მისი ვინაობა. მან იცოდა ძალიან ბევრი და ზოგ მოვლენას იმდენად დეტალურად აღწერდა... ალბად ასეთი რარაცეები შეეძლო ცოდნოდა მხოლოდ იმას, ვინც ავიდანვე არსებობდა. შესაძლებელია ისიც, ვინც შექმნა სამყარო...

 

ავტორი: Lee

    ავტორიზაცია: =[GM]=Lee

  სერვერი=[GM]=Lee

  ონლაინშია: 0


















 
   
  L2Interlude.Ge 2010-2021 წელი
 
 
 
 

ქართული English Russian