language







Loading...
 



ჯგუფური ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია ჯგუფის თითოეული წევრს კონკრეტულ როლს ასრულებდეს.

კლასის მიხედვით გამოყოფენ სამ როლს:
  1. ტანკი - Tank

  2. მხარდამჭერი - Support

  3. ზიანის მიმყენებელი - Damage Dealer

კიდევ სამი როლი კლასის მიუხედავად:
  1. დებაფერი - debuffer

  2. გამომტყუებელი - pooler

  3. მომწამვლელი - doter

I. კლასზე დამოკიდებული როლები:
ტანკი

ტანკის ძირითადი დანიშნულებაა მიიქციოს მობის ყურადღება, რათა არ მისცეს საშუალება ზიანი მიაყენოს ჯგუფის დანარჩენ წევრებს. ტანკის კლასს მიეკუთვნებიან Dark Avenger, Paladin, Temple Knight, Shilen Knight.  მათ ამ კლასში შემდეგი შესაძლებლობები აერთიანებთ:

•    მობის ყურადღების მიმქცევი სკილები:

  1. Hate – სკილი, რომელიც საშუალებას აძლევს პერსონაჟს მიიქციოს მობის ყურადღება, გამოიყენება კრიტიკულ სიტუაციებში, მაშინ როცა მობი თავს ესხმის მხარდამჭერს ან ზიანის მიმყენებელს. ერთჯერადი გამოყენება ხანდახან საკმარისი არაა.
     

  2. Hate Aura – ეს სკილი Hate-ის ანალოგიურია, თუმცა მოქმედებს არა ერთ რომელიმე არამედ ყველა იმ მობებზე რომელიც მისი მოქმედების რადიუსშია, ამ სკილი ს გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე ვინაიდან შესაძლებელია გარდა იმ მობებისა ვისი ყურადღების მიქცევაც გინდათ მან შიძლება სხვებზეც იმოქმედოს.

•    თავდაცვის გაძლიერების სკილები:

  1. Heavy armor mastery – სკილი, რომლის საშუალებითაც ძლიერდება თავდაცვა თუკი ტანკს მძიმე ბრონი აცვია. ეს სკილი აუცილებელია ტანკისთვის, თუმცა მისი ქონა სხვა კლასის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.
     

  2. Shield master – ეს სკილი ზრდის შეტევის ფარით დაბლოკვის შანსს.
     

  3. Ultimate Defense  – ეს სკილი მატებს უზარმაზარ თავდაცვას როგორც ფიზიკური ისე მაგიური შეტევების წინააღმდეგ. მოქმედებს 30 წამი.

  4. Magic resistance, Holy Armor  - სხვა სკილები მაგიური და სხვა სახის შეტევებისაგან თავდასაცავად

მთავარი ტანკის არჩევა ხდება ფიზიკური თავდაცვის მონაცემების მიხედვით. ეს ძალიან საპასუხისმგებლო როლია, ვინაიდან ტანკი თვალს უნდა ადევნებდეს ყველა მონსტრს ბრძოლის ველზე. მთავარი ტანკი ირჩევს იმ მობს ან მობების ჯგუფს რომელსაც უნდა შეუტიონ ფართის წევრებმა. ჩვეულებრივ ის ფართის ლედერია. მან თვალყური უნდა ადევნოს არა მხოლოდ გარშემო მყოფ მობებს არამედ ფართის წევრების მდგომარეობასაც.


რეკომენდაციები:

მიზნის არჩევისას გათვალეთ მოქმედება ერთი ნაბიჯით წინ, რადგან მონსტრების შეტევებს შორის არ იყოს დიდი პაუზები.

რეკომენდირებულია აირჩიოთ ერთი კონკრეტული მობი და არა ჯგუფი. რამოდენიმე მობის შეტევისას აუცილებელია რიგრიგობით შეუტიოთ მობებს.

თუკი ჯგუფში სხვა ტანკებიც არაიან მათ მეორად ტანკებს ეძახიან. მათი ვალია დააზღვიონ მთავარი ტანკი თუ მას ცოტა HP აქვს დარჩენილი და ჰილერს არ აქვს საკმარისი მანა მის განსაკურნათ. აქ თვითნებობა დაუშვებელია ყველა მოქმედება შეათანხმეთ მთავარ ტანკთან

 

მხარდაჭერა

ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისეთი კლასები როგორებიცაა Bishop, Prophet, Elven Elder, Shilen Elder, Warcryer, Overlord. აგრეთვე Blade Dancer და Sword Singer. (კლასები რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ გიბრიდულები)

ჩვეულებრივ გამოარჩევენ ბუფერებს, ანუ მათ ვინც ბუფავს ფართის წევრებს, და ჰილერებს, ანუ მათ ვინც უვსებს დანარჩენს ჯანმრთელობას და მანას.

•    ჰილერი – მეორე ან ხშირად პირველი პირი ფართიში. მასზეა დამოკიდებული ჯგუფის ყველა წევრის სიცოცხლე.

ძირითადი სკილებია Heal და მისი მოდიფიკაციები Battle Heal, Group Heal, აგრეთვე resurrection – სკილი  რომლის საშუალებითაც ჰილერი აცოცხლებს ჯგუფის წევრებს.
ჩვეულებრივ ჰილერი მარტო მთავარ ტანკს მკუნალობს, მაგრამ არსებობს უსიამოვნო გამონაკლისები როცა მას ყველა თანაფართიელის მკურნალობა უწევს.

რეკომენდაციები:

Heal-ის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ დროს იზრდება მობისაგან შეტევის შესაძლებლობა. ჩვეულებრივ ჰილერი აცხადება ბრძოლაში შესვენებას, თუკი ეს საჭიროა.თუკი ფართიში მხოლოდ ერთი ჰილერი იგი არ უნდა მონაციელობდეს ბრძოლაში, რეკომენდირებულია იჯდეს და მანას აღიდგენდეს.
არაა საჭირო ზედმეტად მკურნალობა, ეს მანის ფუჭი გაფლანგვაა.

•    ბუფერი – იგი გამოირჩევა ბუფების დიდი რაოდენობიტ, რომელთა საშულაებით ფართის საქმიანობა უფრო პროდუქტიული ხდება.

რეკომენდაციები:

დაბუფვის დროს ჯერ დაიბუფეთ თქვენ და მერე დანარჩენები, ასე თქვენ პირველი შეამჩნევთ რომ ბუფს ვადა გასდის.
დაბუფვის დროს რეკომენდირებულია ბრძოლის შეწყვეტა.
არავითარ შემთხვევაში არ დაბუფოთ ფართის ყველა წევრი ყველაფრით რაც გაქვთ. ძოგი ბუფი უვარგისია ზოგი კლასისთვის. მაგალითად Concentration კარგად გამოადგებათ მაგებს მაგრამ მებრძოლი კლასის პერსონაჟებს ის არ ჭირდებატ, აგრეთვე Holy Weapon გამოიყენება მხოლოდ undead ტიპის მობებთან ბრძოლისას (ზომბები, სკილეტები და ა.შ.)

•   Damage Dealer – ამ ჯგუფს ბევრი კლასი მიეკუთვნება. მათი როლია გაანადგურონ მობი რომელსაც ტანკი აარჩევს, ვინაიდან ისინი ყველაზე დიდი ატაკით გამოირჩევიან. DD კლასს მიეკუთვნებიან: Treasure Hunter, Plains Walker, Abyss Walker, Tyrant, Gladiator, Warlord, Hawkeye, Silver ranger, Phantom Ranger, Sorcerer, Spell Singer, Spelhowler და ა.შ.


რეკომენდაციები:

არ ეცეთ მონსტრს პირველები, დაელოდეთ სანამ მას ტანკი შუტევს. რიგრიგობით შეუტიეთ მობებს არ გაფანტოთ შეტევა, მხოლოდ მკვდარი მობი არ მოგაყენებთ ზიანს.


II. როლები, რომლებიც არაა დამოკიდებული კლასსზე


•    დებაფერი – მოთამაშე, რომელსაც გააჩნია მოწინააღმდეგის დასასუსტებელი მაგია. ეს როლი შეიძლება შეასრულოს ფართის ნებისმიერმა წევრმა, რომელსაც აქვს შესაბამისი სკილები და მანა.

რეკომენდაციები:

რადგან დებუფერი მეორად როლია, არ უნდა დაივიწყოთ ტქვენი ძირითადი როლი და ჭკვიანურად გამოიყენოთ მანა.

•    Pooler – მისი დანიშნულებაა მობების ჯგუფიდან ერტი კონკრეტული მობის გამოტყუება, ეს როლი სჰეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა პერსონაჟმა რომელსაც შორი შეტევა აქვს.

რეკომენდაციები:

გააკეთეთ თქვენი საქმე ფრთხილად, თუკი რამოდენიმე მობი ერთად გამოგეკიდათ, დაიწყეთ წრეებზე სირბილი სანამ თქვენი თანაფართიელები მდევრებს მოკლავენ, თუკი ტანკი ხართ შეებრძოლეთ მათ ჯგუის წევრები დაგეხმარებიან და გიმკურნალებენ.

•    doter – damage on Time მათ ევალებათ დროის გარკვეულ პერიოდში მიაყენონ მობს ზიანი, მაგალითად მოწამლონ

რეკომენდაციები:

ესეც მეორადი ფუნქციაა ასე რომ არ დაივიყწოთ თქვენი მთავარი როლი, ეკონომიურად ხარჯეთ მანა.

რეკომენდაციები მთელ ჯგუფს:

-    სანამ ნადირობას დაიწყებთ გაარკვიეთ თითოეული წევრის როლი (ვინაა ტანკი, ჰილერი ა.შ.)
-    მაქსიმალურად ახლოს იყავით ერთმანეთთან.
-    მიჰყევით ლიდერს.
-    არასოდეს დაიწყოთ შეტევა თვითნებურად თუკი არ ხართ ან ტანკი ან პულერი.
-    არ მოშორდეთ ჯგუფს.
-    არ ილაქლაქოთ ჰაერზე.
-    ყურადღებით უსმინეთ ერთმანეთს და განსაკუთრებით ლიდერს.
-   დაიცავით სუპორტი საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. არსებოს მოსაზრება რომ ფართი ცხოვრობს ზუსტად იმდენს რამდენსაც მისი ჰილერი. კარგ ჰილერს მთელი ჯგუფის გაცოცხლება შეუძლია, მის გარეშე კი დანაკარგი გარდაუვალია.

ავტორი: Lee

    ავტორიზაცია: =[GM]=Lee

  სერვერი=[GM]=Lee

  ონლაინშია: 0


















 
   
  L2Interlude.Ge 2010-2020 წელი
 
 
 
 

ქართული English Russian