language







Loading...
 

ბნელი ელფების ქალაქი (The village of Dark Elves)


ბნელი ელფების სოფელი მდებარეობს დიდ გამოქვაბულში, ჩრდილოეთით მდებარე "ნისლის" ქედში. იქ სუფევს ბოროტი და არასასიამოვნო ატმოსფერო. სოფლის ზემოთა ნაწილი უჭირავს უზარმაზარ ლითონის ნაჭრებს. სოფლში არის ბნელი ტბა, რომლის შუაგულშიც აღმართულია გიგანტური შილენის (Shilen) ქანდაკება. თუმცა სოფელი ყოველთვის  სიბნელეშია, ბნელი ელფებს ეს არ უქმნით პრობლემას სოფელში გადაადგილებისას. ელფების წყევლის გამო, ბნელი ელფები ცოტათი არაკომფორტულად გრძნობენ თავს მზეზე, სამაგიეროდ მათ ააქვთ შესანიშნავი მხედველობა სიბნელეში.



ჯუჯების ქალაქი (Dwarven Village)


ჯუჯების სოფელი ჩამალულია მთათა ჯაჭვში და იზოლირებულია გარე სამყაროსგან. გნომები ეთაყვანებიან მაფრეს - მიწის ქალღმერთს.  მაფრეს ტაძარი გამოიყურება უბრალოდ და შეუმჩნევლად. გიგანტური მატლის მკვლელის - ლუსიენის ქანდაკება დგას სოფლის მოედნის ცენტრში, რათა მიეგოს პატივი სახელოვან მეომარს, რომელმაც განგმირა საშინელი მონსტრი. გნომები რომლებიც დაიბადნენ ამ სოფელში ხშირად რისკავენ და გადიან სოფლიდან შორეულ მიდამოებში რათა მოაგროვონ რესურსები თავიანთი წარმოებისთვის, მაგრამ ხშირად ბრუნდებიან, რათა იმუშაონ და შექმნან შესანიშნავი საქონელი.



ელფების ქალაქი (Elven Village)


უძველესი დროიდან, სოფელი რომელიც მდებარეობს ტბაზე, დასახლებული იყო ელფებით, რომლებიც ჰარმონიაში ცხოვრობდნენ ახლო მდებარე ტყესთან და ვითარდებოდნენ "მსოფლიო ხის" (World Tree Glade) დაცვის ქვეშ. მას შემდეგ რაც მათ უღალატეს ადამიანებმა, თორმეტმა უხუცესმა ელფების ქალაქიდან შექმნეს ძლიერი, მაგიური ველი ტყის გარშემო, რათა აღეკვეთათ სხვა რასების შემოსევები. თუმცა ბნელ ელფებთან ომის განმავლობაში, ექვსი უხუცესი მოკვდა და მაგიური ველი შესუსტდა. ახალგაზრდა ელფები ამტკიცებდნენ, რომ აღარ იყო საჭირო სამყაროსგან იზოლაციაში ცხოვრება. მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ მაგიური ველი მოიხსნა და დიდი ხნით დამალული ელფების ციტადელი ისევ ხილული გახდა დანარჩენი მსოფლიოსათვის.



"მსოფლიო ხის მდელო" არის ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი ტყე მსოფლიოში. იგი არის სახლი "ხის დედის". ამბობენ, რომ ღმერთები "ხის დედის" ფოთლებს იყენებდნენ ელფების შესაქმნელად. იქიდან მოყოლებული ხის დედა უზრუნველყოფდა ტყის და მისი მცხოვრებთა დაცვას. მსოფლიო ხის მდელო არის ყველა ელფების დასახლებაში. ისინი მოდიან ხის დედის ოჯახიდან. მსოფლიო ხის მდელოს გარშემო, ნათესავი ხეები უტევენ და იცავენ ელფებს დამპყრობლებისაგან. ნეპურა, უხუცესი არაჩნეს რასიდან დგას ელფების სოფელში რათა დაიცვას ისინი სხვა რასების შემოსევებისაგან

<
ადამიანების ქალაქი (Talking Island)


Talking Island-ი მდებარეობს Gludio-ს სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს. მას ხშირად სტუმრობენ დამწყები რიცარები და მაგები. ადრე როცა ელფების რასა მართავდა კონტინენტს, ამ კუნძულზე იყო სკოლა რომელიც დააარსეს ელფებმა რათა ესწავლებიათ ადამიანებისთვის მაგია. მას შემდეგ რაც ელფებმა დატოვეს კუნძული, რამოდენიმე მაგიკოსმა დააარსა მაგიის სკოლა რათა მოემზადებინათ ახალგაზრდა ნიჭიერი მაგები. და რათა კუნძულზე გაიხსნა ადენის ისტორიული სედრიკის დარბაზი, ამიტომ ბევრი დამწყები რიცარიც სტუმრობს ამ კუნძულს.



ორკების ქალაქი (The Orc Village)


ორკების სოფელი მდებარეობს უკვდავების პლატოზე. სოფელს გარს არტყავს მაღალი და მკვრივი შიდა კედელი, რაც საომარ ციხესიმაგრეს უფრო გავს ვიდრე საცხოვრებელ სოფელს. სოფლის ცენტრში დგას გიგანტური ჩირაღდანი სადაც ანთია წმინდა ცეცხლი პაგრიო. ამ ადგილას ორკები აგრძელებენ ვარჯიშს და ელოდებიან იმ დღეს, როცა ისინი თავიანთ თავს  გმაოაცხადებენ კონტინენტის ბრძანებლებად.



ავტორი: Lee

 

    ავტორიზაცია: =[GM]=Lee

  სერვერი=[GM]=Lee

  ონლაინშია: 0


















 
   
  L2Interlude.Ge 2010-2021 წელი
 
 
 
 

ქართული English Russian